იმერეთი. ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით 3-5 სექტემბერს ჩატარდა დებატები.
იგი გაიმართა შემდეგ რეზოლუციაზე: „საზოგადოებამ უნდა შექმნას განვითარების თანაბარი პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის". დებატების ტურნირი პროექტის – „ახალგაზრდების ინფორმირებულობა საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოქმედებისათვის" – ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ბაღდათის სკოლების მოსწავლეთა 4 გუნდმა.
ტურნირის დასასრულს დაჯილდოვდნენ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები და 3 საუკეთესო სპიკერი. მესამე დღეს გამარჯვებული გუნდი შეხვდა ქუთაისელ მოდებატეთა გუნდს და გაიმართა დემო–დებატი.
წყარო: kedec.ge