en
ge

შეხვედრები კორცხელისა და ოდიშის მოსახლეობასთან

სამეგრელო. 15 დეკემბერს, პროექტის - „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" - ფარგლებში შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების კორცხელისა და ოდიშის მოსახლეობასთან გაიმართა.
შეხვედრაზე მიმოხილეს თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. პროექტის წარმომადგენლებმა მოიკვლიეს კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში აისახა.
ორივე სოფლის მოსახლეობა მოითხოვს, რომ თვითმმართველობის ახალ კოდექსზე და რეფორმაზე საჯარო განხილვები ყველა სოფელში, კოდექსის ავტორთა უშუალო მონაწილეობით გაიმართოს.
კოალიციურ პროექტის ახორციელებენ: ასოციაცია „ათინათი", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი".
წყარო:„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023