კახეთი. კახეთის ვეტერინართა რეგიონულ ასოციაციასა და ახმეტის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის საინფორმაციო-საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახმეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები.
შეხვედრაზე კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წევრებმა დამსწრეებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს.
აკაკი ელანიძე, კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე:,,ვისაუბრეთ ჩვენი საქმიანობის მიმართულებებსა და გეგმებზე. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს ვეტერინარის სერვისის როლისა და მნიშვნელობის გაზრდის ხელშეწყობა. დახმარება ვთხოვეთ ახმეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურს ვეტერინართა მონაცემების შეგროვებასა და მათთან კომუნიკაციის დამყარებაში. პროექტის ფარგლებში, კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია ვეტერინარებს გადაამზადებს."