თბილისი. 13 დეკემბერს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით საგადასახადო სამართალში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგადასახადო სფეროში მოღვაწე ადვოკატებმა, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
დისკუსიისას გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელსაც საბოლოო სახე მიეცემა და რეაგირებისათვის გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში.
ღონისძიება ხორციელდება პროექტის - „მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა ნდობის ხარისხის ამაღლება საქართველოს მართმსაჯულების სისტემის მიმართ" - ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში