კახეთი. 12-15 დეკემბერს, კაჭრეთში, ადგილობრივი თვითმმართველობების მრჩევლებისთვის ტრენინგი - „ინსტიტუციურ მექანიზმებსა და გედენრულ მეინსტრიმინგში" - ჩატარდა. ღონისძიება განხორციელდა პროექტის - „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების გზით" - ფარგლებში.
ტრენინგი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ერთობლივი ინიციატივით.
ადგილობრივი თვითმმართველობის მრჩევლები დაინიშნენ 2013 წელს, ქალთა საინფრომაციო ცენტრისა და კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის ერთობლივი ინიციატივითა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში