თბილისი. სათემო განვითარების ცენტრის (CDC) ორგანიზებით, ნუკრიანის და ნაფარეულის სახელოსნოების – სოციალური საწარმოების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნუკრიანისა და ნაფარეულის სოციალური საწარმოების მიერ საშობაო და საახალწლო თემაზე დამზადებული ხელნაკეთი სუვენირები ნაძვის ხის სათამაშოები, მინანქრის სამკაულები, ქვილთისა და თექის აქსესუარები, კერამიკის ნივთები, საახალწლო ნობათი და ჩურჩხელები, საოჯახო მურაბები და ჯემები, სხვადასხვა მცენარეებისა და ბალახეული ჩაი.
გამოფენა სათემო განვითარების ცენტრის, გერმანული ორგანიზაცია BfdW (პური მსოფლიოს) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) მხარდაჭერით გაიმართა.
სათემო განვითარების ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სახელოსნოების, როგორც სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და განვითარებას, რაც ქალთა თემის გააქტიურებისა და სოფლის განვითარებაში უფრო აქტიური მონაწილეობის წინაპირობაა.