თბილისი. 12 დეკემებერს, სიქას ორგანიზებით რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი, გაეცნენ 112-ის მუშაობის სპეციფიკას, ზარების მიღებისა და გადამისამართების ტექნიკას, ასევე სამსახურში მომუშავე პერსონალის დასაქმების საფეხურებს.
აღნიშნული სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს, მოზარდებში სამოქალაქო კულტურის ამაღლებას, საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის ამაღლებას და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების გაცნობას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში