en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია დევნილთა პრობლემებზე

თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ" დევნილთა პრობლემების შესახებ ჩატარებულ კვლევაზე პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებს სოციალური აქციის დროს დაუკავშირდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სთხოვეს მათი ქონებრივი უფლებების სამართლებრივი ასპექტებით დაინტერესება. ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დაიწყეს კვლევის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართა, როგორც წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან, ისე იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან.
კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. ასოციაციის წარმომადგენლებმა კვლევის ფარგლებში შეხვედრა გამართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან და მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დევნილებთან გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)