თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობამ" მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთათვის მოწყობილი კარვების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც უსახლკაროთა დროებით თავშესაფარს ჰქონდა, წყლის მიწოდება და საკვებით მომარაგება იყო. წყლის პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებულია, საკვებით კარავს „კათარზისი” ამარაგებს, მაგრამ იქ მცხოვრები ადამიანებისა და თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, კვების პრობლემა ბოლომდე მოხსნილი მაინც არ არის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: identoba.com