en
ge

ტრენინგი გენდერულ საკითხებზე

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,გენდერი სტერეოტიპები და თანასწორობა".
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ეკატერინე სხილაძემ გავრცელებულ სტერეოტიპებზე გააკეთა პრეზენტაცია. მან განმარტა თუ რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა და მახასიათებლები გააჩნია: ,,ვისაუბრეთ რას ნიშნავს გენდერი, თანასწორობა და ასევე, როგორია სტერეოტიპები. ვაჩვენეთ ფილმი, რომელიც ოჯახში შრომის არათანაბარ გადანაწილებას ასახავს".
გენდერული კლუბის წევრი, ალექსანდრე თეგერაშვილი: ,,ხშირ შემთხვევაში ქალები უწყობენ ხელს სტერეოტიპების დამიკვიდრებას, რადგან მიაჩნიათ, რომ საყოფაცხოვრებო და ოჯახური საქმიანობა უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული. ეს ყველაფერი ინფორმაციის არარსებობისა და განათლების ნაკლებობის ბრალია. საზოგადოებას მეტი ინფორმირებულობა სჭირდება".
შეხვედრის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ ტიპის დისკუსიები და მსჯელობა, სხვადასხვა მოსაზრებების გაცვლა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)