თბილისი. ICOMOS–საქართველომ გამოაქვეყნა კომენტარები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. კომენტარები ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს 12 დეკემბერს გაუგზავნა.
„შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც: „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან\და მსოფლიო მემკვიდერობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე". ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდერობის კანონის მთავარ არსს – მემკვიდერობის დაცვის განხორციელებას", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში