თბილისი. 16 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ, სამოქალაქო მონიტორინგის ელექტორნული სისტემის (CEMS) პრეზენტაცია გამართა, რომელიც პროექტის „სამოქალაქო ადვოკატირების ინიციატივა" (CAI) ფარგლებში შეიქმნა.
სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემა www.cems.ge , თვითმმართველობისა და მოსახლეობის კომუნიკაციის ელექტრნული მექანიზმია, რომელიც სამოქალაქო მონიტორინგსა და ჩართულობას, თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ხელს უწყობს.
www.cems.ge თავს უყრის ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებში არსებული კომუნალური პრობლემების, თვითმმართველობის პროექტების, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების, სამოქალაქო იდეებისა და პროექტების, პეტიციების, ტენდერებისა და აუქციონების, დასაქმების ინიციატივების, წესებისა და რეგულაციების შესახებ.
ამ დროისთვის,ვებ-გვერდზე მოქალაქეების მიერ ატვირთული ინფორმაცია მოიცავს: 800-ზე მეტ ინფრასტრუქტურულ და კომუნალურ პრობლემას, საიდანაც 180-მდე უკვე გადაჭრილია.
წყარო:cida.ge