en
ge

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის განცხადება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა განცხადება გაავრცელა. ცენტრი ეხმაურება შპს „ენერჯი გრუპისათვის" (რადიო ზენიტი) მინიჭებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წარმოებას. „იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესის სამართლიანობა და კანონთან შესაბამისობა უკვე რამოდენიმეჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უზრუნველყონ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს" ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით - მხარედ იქნეს ჩართული კომისიაში მიმდინარე საკითხის განხილვაში", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)