en
ge

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

აჭარა. 17 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაციამ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის” ჩატარებული კვლევის შედეგაების პრეზენტაცია გაიმართა. რომლის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ რეგიონში შშმ პირებისთვის გადაცემული ეტლები ხშირ შემთხვევაში უხარისხო იყო. თამაზ მჟავანაძის განცხადებით, ორგანიზაციამ ვაუჩერიზაციის პროგრამა შეიმუშავა და სპეციალური სარეკომენდაციო წერილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა. პირველი იანვრიდან უწყება 300-ლარიან ვაუჩერს გასცემს. პირი კი მისთვის სასურველ ეტლს თავად შეარჩევს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონაცემებით, რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 100-მდე პირია რეგისტრირებული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)