შიდა ქართლი. დასრულდა კონკურსი, რომელიც მედია ბანაკ - „მედია და ჟურნალიტი - პროფესია და პროფესიონალის" - ფარგლებში მიმდინარეობდა. საზოგადოება „ბილიკის" ორგანიზებით აღნიშნული ბანაკი სეტემბერში მოეწყო. მონაწილეებს დამოუკიდებლად უნდა ემუშავათ ჟურნალისტიკის ხუთი მიმართულებით და ნამუშევრები საკუთარ ბლოგებზე განეთავსებინათ, რომელსაც ჟიური შეაფასებდა და გამარჯვებულს გამოავლენდა. ჟიური ბანაკის ტრენერებისგან შედგებოდა. გამარჯვებულებს პრიზები და სერტიფიკატები. დაჯილდოვდნენ სხვა მონაწილებიც. ღონისძიება პროექტ „საზაფხულო ბანაკის" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც დაფინანსებულია „ღია საზოგადოების ფონდის" მიერ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში