en
ge

ფილმი: „იატაკქვეშეთის ბავშვები“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა „სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის" ფარგლებში ფილმის ჩვენებები მოაწყო. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, სოფელ კარალეთისა და თბილისის 129-ე საჯარო სკოლებში დოკუმენტური ფილმის – „იატაკქვეშეთის ბავშვების" – ჩვენება მოეწყო. ფილმი რუმინეთში ნიკოლაუ ჩაუშესკუს მიერ შემოღებული აბორტის პოლიტიკის შედეგებს ასახავს, სადაც 2000 წელს 20 000-მდე უკანონო ბავშვი დაფიქსირდა.  ფილმის გმირები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მეტრო სადგურ ვიტორია პალაცზე მცხოვრები ბავშვები არიან.
ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს შორის თემის ირგვლივ დისკუსიები გაიმართა. მოსწავლეების შეფასებებსა და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე დაყრდნობით, პლატფორმის მონაწილეები უახლოეს მომავალში მომზადებენ ანალიზს, თუ როგორია სხვადასხვა სოციალურ სივრცეში მყოფ მოზარდთა რეფლექსიები აღნიშნულ პრობლემაზე.
წყარო:emc.org.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023