კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ჩართულობის ცენტრში „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ" გამართა პროექტის - „არცერთი ბავშვი სკოლის გარეთ" – პრეზენტაცია.
საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი ამ სისტემაში ფორმალურად ჩართული, სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე, 5-12 წლის ასაკის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების კითხვისა და განათლების დონის გაუმჯობესების მიზნით, ნოემბრიდან „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია" ახორციელებს პარტნიორულ პროექტს - „არცერთი ბავშვი სკოლის გარეთ".
პროექტის ასისტენტის თინა ხანჯალიაშვილის თქმით:
,,ჩვენი მიზანია 5-12 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურად ჩაბმა სასწავლო პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ ამ ბავშვებს შორის კითხვის დონის გაუმჯობესებას".
პროექტი საქართველოს 7 ქალაქში მიმდინარეობს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.