en
ge

„სახელმწიფო სიმბოლოკის დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები“

თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" ეგიდით გაიმართა მრგვალი მაგიდა - „სახელმწიფო სიმბოლოკის დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები". ასოციაციამ სადისკუსიოდ წარმოადგინა კვლევის შედეგები საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური პრაქტიკის თაობაზე სახელმწიფო სიმბოლიკის მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების კულტურაზე. ღონისძიებას დაესწრნენ, როგორც სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭოს, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასოციაცია გეგმავს უახლოეს მომავალში კონსულტაციები გამართოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან და დაიწყოს მუშაობა კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)