გურია. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის" ინიციატივით მოეწყო მოხალისეობრივი აქტივობა ხანდაზმულების დასახმარებლად. ახალგაზრდებმა საკუთარ თემში იპოვეს ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებოდათ დახმარება. მოხალისეებმა მათ შეავსებინეს სპეციალური ანკეტები, სადაც ჩამოწერილი იყო მათი საჭიროებები. მოხალისებმა გადაინაწილეს საქმე და ეხმარებოდნენ მოხუცებს, იქნებოდა ეს სახლის დალაგება, გადაადგილებაში დახმარება, ეზოს მოწესრიგება თუ სხვა რამ.
მოხალისეებმა ასევე დაასუფთავეს დვაბზუს ცენტრის ტერიტოერია.
„მთელი საღამო გულდაგულ იმუშავეს ბავშვებმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც შევუთანხმდით, რომ მეორე დღეს ბუნკერებს დაცლიდნენ. დაცალეს კიდევაც, მაგრამ დღეს უკვე მთელ გზაზე ბავშვების დასუფთავებულ სოფელში ისევ ნაგავი ყრია. ესაა საზოგადოების დამოკიდებულება,ზერელე, უსულგულო, სწორედ ამის შეცვლა გვინდა, სწორედ ამიტომ ფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამდენი პროექტი. შევცვალოთ დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს გახდნენ საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველი მოქალაქეები." – ნათქვამია ოგანიზაციის ბლოგზე
წყარო: wdrguria.wordpress.com