თბილისი. 20 დეკემბერს დემოკრატ მესხთა კავშირთან არსებული ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრები, ქალაქ თბილისში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს პატარა მობინადრეებს ეწვევიან და მათ საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.
ღონისძიება ჩატარდება პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში