აჭარა. 19 დეკემბარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, IRMS -ის მიერ, დემოკრატიული მმართველობის (G3) პროგრამის ფარგლებში, ფოკუს ჯგუფი მოეწყო. შეხვედრაზე განხილეს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. მესამე სექტორის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რასაც საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვისას აწყდებიან, ასევე ხაზი გაუსვეს გაწელილ პროცედურებს, რომელიც დაინტერესებული იურიდული პირებისათვის სხვადსხვა პროექტების განხორციელებისას ხელშემშლელი ფაქტორია.