თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმერეთის რეგიონში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შედეგებს და მათი მუშაობის ეფექტურიბის ანალიზს მოიცავს.
2013 წლის 30 სექტემბერს ქუთაისის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს გაეგზავნათ წერილები, სადაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია მაჟორიტარის ან მისი ბიუროს მიერ მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების და ამ შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტში ან მთავრობაში ინიცირებული პროექტების შესახებ. ასევე ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული თითოეულ ბიუროში და რა თანხით განისაზღვრება მათი სახელფასო ფონდი.
წყარო: transparency.ge