en
ge

„ჩვენ ვიცით საგზაო წესები“

გურია. 21 დეკემბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა უსაფრთხო მოძრაობის შესახებ. ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ნახეს ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიერ მომზადებული ფილმები: „სახიფათო თამაში" და „ჩვენ ვიცავთ საგზაო წესებს". შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი - თამარ კუპრაძე.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ყურადღება გამახვილებულიყო საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. გაეზიარებინათ ერთმანეთის შეხედულებები და თემის შესაბამისად დაეგეგმათ სამომავლო ღონისძიებები.
შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო ბუკლეტები: „რჩევები ფეხით მოსიარულეთათვის და არამარტო" და „უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობის სოციალური და ეკონომიკური ღირებულება საქართველოსთვის"
წყარო: ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)