en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, 21 დეკემბერს ქარტიის წევრებმა, ერთი წლის ვადით, აირჩიეს ნათია კუპრაშვილი. ამ თანამდებობაზე მან გიორგი მგელაძე შეცვალა. ეთიკის ქარტიის წევრმა ჟურნალისტებმა ქარტიის საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩიეს. საბჭოს წევრები გახდნენ - თბილისის კვოტით ნინო ზურიაშვილი ("სტუდია მონიტორი") და რეგიონული მედიის კვოტით - ნინო ნარიმანიშვილი (გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე") და ირინა ყურუა (ტელეკომპანია "აჭარა"). ისინი სამი წლის ვადით აირჩიეს.
21 დეკემბერსვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კონკურსის „ქარტიის პრიზის" გამარჯვებული ჟურნალისტები დაასახელდნენ.
სრულად: ქარტიის საბჭოს ახალი თავმჯდომარე
სრულად: ქარტიის საბჭოს ახალი წევრები
სრულად: „ქარტიის პრიზის" გამარჯვებულები
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)