en
ge

საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდში დამთავრდა

სამეგრელო. 22 დეკემბერს, პროექტ - „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" - ფარგლებში სოფლებში აბასთუმანსა და ურთაში გამართული შეხვედრებით დასრულდა მიმდინარე საინფორმაციო შეხვედრების პროცესი.
ადგილობრივი თვითმმართველობის, თვითმმართველობის რეფორმისა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები განხილულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოცდაათივე ტერიტორიულ ერთეულში. პროექტის წარმომადგენლებმა მოიკვლიეს კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში.
კოალიციური პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ათინათის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისისა და „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის" მიერ.
წყარო:„სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023