en
ge

ტრენინგები ფერმერი ქალებისთვის

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ბიზნესუნარების ტრენინგები ჩაატარა, რომელშიც სამეგრელოსა და სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ფერმერი ქალები იღებდნენ მონაწილეობას.
აგვისტოს ბოლოს გამართული ტრენინგები მიზნად ისახავდა ფერმერი ქალების მეწარმეობრივი და ბიზნესუნარების განვითარებას. მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მეწარმეებს ფერმერული საოჯახო მეურნეობების ეფექტიან მართვასა და შემოსავლების ზრდაში.
ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავდა აგრარული ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო პრაქტიკულ მაგალითებს, სიმულაციებსა და საჭირო ინფორმაციას.
სწავლება „ბიზნესუნარებში ფერმერი ქალებისთვის" ხორციელდება USAID-ის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" (EPI) პროგამის ფარგლებში.
წყარო: economists.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)