სამეგრელო. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისათვის შეღავათიანი ტარიფის დაწესება ზუგდიდში მოქმედი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის იგეგმება. თუმცა ამ საკითხის თავდაპირველი განხილვისას შეღავათიანი ტარიფის დაწესება ყველა სტუდენტისათვის იყო განზრახული.
გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში სულ რამდენიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა და სტუდენტთა რაოდენობაც არ არის ძალიან დიდი ვფიქრობთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს ფინანსური რესურსი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისათვის შეღავათიანი ტარიფის ყველა სტუდენტზე დასაწესებლად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში