კახეთი. კახეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ინკლუზიური განათლების თემაზე სასწავლო ტიპის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე განიხილეს თემები, რომელიც პედაგოგს პრაქტიკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსაწავლეებთან მუშაობის დროს გამოადგება. აღნიშნული ტრენინგი „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" ფარგლებში ჩატარდა.
თამარ ტატიშვილი, ნეირო-ფსოქოლოგი, „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის": ,,დღვანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები როგორიცაა ქცევის მართვისა და სწავლების სტრატეგიები, ასევე ემოციური სფეროს დარღვევების შესახებ საკითხები. პედაგოგებისთვის აუცილებელია. ფლობდნენ იმ უნარებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლოების მქონე მოსაწავლებთან მუშაობისას სჭირდებათ".