თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ივანე მერაბიშვილის მიერ 14 დეკემბერს გაკეთებულ განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
„...ვფიქრობთ, ნათელია, რომ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს სიმართლის გარკვევა. თუ ი.მერაბიშვილი ამბობს ტყუილს, ამ ტყუილის დადგენა მარტივია. კითხვებს პასუხი ეფექტურმა და ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს. გამოძიების არდაწყება, გაჭიანურება, ვიდეო ჩანაწერების ნახვის შეუძლებლობის მომიზეზება ან მსგავსი უსაფუძვლო განმარტებები ზრდის ეჭვებს, რომ ი.მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მართალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მისი საწინააღმდეგო განმარტებები არ გააკეთონ", ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 12 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს ხელს.
წყარო: gyla.ge