თბილისი. ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრმა „ლიბთაიმის" გადაცემა გამოაქვეყნა. გადაცემის თემაა - „ქალთა მიმართ ძალადობა". რა მდგომარეობაა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, როგორია დინამიკა, რა გავლენას ახდენს არსებული სტერეოტიპები გენდერულ თანასწორობაზე და რა უწყობს ხელს მათ ჩამოყალიბებას - ამ საკითხებზე წამყვანთან ერთად გადაცემის სტუმრები - „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის"
აღმასრულებელი დირექტორი ეკა აღდგომელაშვილი და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი ელენე რუსეცკაია საუბრობენ.
გადაცემა
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში