en
ge

აქცია 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა გასახსენებლად

თბილისი. 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოაწყო სიმბოლური აქცია 1937-38 წლების რეპრესიებს შეწირული ადამიანების გასახსენებლად. აქცია სპონტანურად დაიგეგმა და მის ფარგლებში რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გამოიფინა 1937-38 წლებში რეპრესირებული ადამიანების ფოტოები, წერილები, რეაბილიტაციის ცნობები და სხვა მასალები. აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა სტალინის ხელმოწერით საქართველოში რეპრესირებული ადამიანების გვარები წაიკითხეს. სულ სტალინურ რეპრესიებს საქართველოში 3616 ადამიანი შეეწირა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პარტნიორებთან ერთად, პროექტის „სტალინური სიები საქართველოზე" ფარგლებში მოიპოვა რეპრესირებულთა ბიოგრაფიული ცნობები, ფოტოები, პირადი წერილები, მემუარები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. უახლოეს მომავალში იგეგმება ამ მასალების წიგნად გამოცემა.
წყარო: idfi.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)