აჭარა. 19 დეკემბერს, ბათუმში, ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეებმა წითელი ჯვრის მხარდაჭერით გამართეს წარმოდგენა, ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ და მისი მოღვაწეობის პერიოდი სცენაზე გადმოიტანეს.
ბავშვებმა განასახიერეს ქართველი მწერლები, შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები, წარმოდგენის პარალელურად კი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებასში ინტეგრაციას. ღონისძიების დასასრულს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ფილიალმა მოსწავლეებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში