en
ge

ახალგაზრდა ეკონომისტების განცხადება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულ „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.
მოქმედი ნორმით საზღვარგერეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძანა შერჩერებულია2014 წლის 31 დეკემბრამდე.
„კანონის პროექტის თანახმად ეს შეზღუდვა აღარ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე და განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია მიესალმება აღნიშნულ კანონპროექტს და ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ემსახურება არსებული შეზღუდვის (მორატორიუმის) გაუვრცელებლობის არეალის გაზრდას... შესაბამისად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ კანონპროექტის განხილვისას დააყენოს საკითხი მორატორიუმის არა ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაუქმების შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას", ნათქვამია ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის განცხადებაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023