en
ge

ძლიერი თვითმმართველობა - ძლიერი სამოქალაქო თანამონაწილეობის გზით

თბილისი. ამ წლის დეკემბერში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ დაიწყო პროექტი „ძლიერი თვითმმართველობა - ძლიერი სამოქალაქო თანამონაწილეობის გზით". ორწლიანი პროექტი ხორციელდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში და მოიცავს 7 მუნიციპალიტეტის 56 თემს. პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულობის, ეფექტიანობის და მომსახურებების მიწოდების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადიების გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანობები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თემების და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი თანამონაწილეობის უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითთმართველობის პროცესებში. პროექტით ასევე დაგეგმილია ადგილობრივი თვითთმართველობების შესაძლებლობების გაზრდა რათა მათ გაუმჯობესებული ხარისხით მოახდინონ მომსახურებების მიწოდება. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: economists.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)