თბილისი. 20 დეკემბერს, სოციალური მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო სოციალურ მეწარმეთა მეორე ერთობლივი შეხვედრა. ღონისძიებას დაესწრო 50-მდე წარმომადგენელი საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებიდან და ამ სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებიდან.
წლევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა სოციალურ მეწარმეთა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. მსჯელობა განსხვავებული პროფილის მქონე სოციალურ საწარმოთა მცირე ჯგუფებში წარიმართა, ხოლო შედეგები პლენარულად იქნა შეჯამებული. დღის მეორე ნახევარში კი გაიმართა მსჯელობა სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. ერთმანეთის საქმიანობის გაცნობასა და შესაძლო პარტნიორობის გზების გამონახვას, რასაც მიეძღვნა სამუშაო დღის პირველი ნახევარი.
წყარო:cse.ge