en
ge

საია გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ სააღსრულებო ფურცელი წარედგინა. ინფორმაცია ორგანიზაციამ ვებგვერდზე გაავრცელა. „ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის აღდგენა არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ დამატებით რაიმე აქტის გამოცემასთან, 2013 წლის 24 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ჩაბარებისთანავე გიორგი ბარათაშვილი უნდა შეუდგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობების შესრულებას. ...ვიმედოვნებთ, რომ სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით აღარ მიიღებს კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)