კახეთი. 24 დეკემბერს, თელავის განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრში, ჩატარდა ტრენინგი „გაეროს მოდელირება".
ახალგაზრდული საბჭოს წევრი, ნანა შილდელაშვილი: ,,საქართველოში ამ პროგრამას ახორციელებს გაეროს ასოციაცია. აღნიშნული სემინარის მიზანი იყო ახალგაზრდული საბჭოს წევრების მომზადება მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული თამაშისთვის - გაეროს მოდელირებისთვის".
ტრენინგის მონაწილე, მარინა ბურნაძე: „გაეროს მოდელირების ტრენინგი ძალინ მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ხელს შეუწყობს მონაწილეთა განვითარებას. მოხარული ვიქნები, თუ ასეთი ტიპის ტრენინგები მომავალშიც ჩატარდება და მოგვეცემა საშუალება, ჩვენი შესაძლებლობები ინტელექუალურ თამაშში გამოვამჟღავნოთ".