სამეგრელო. 25 დეკემბერს, საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, საჯარო მოხელეები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ანგარიშში თავმოყრილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ორგანოში ჩატარებული შეხვედრების შედეგები და პრობლემები. ანგარიშის თანახმად სოფლებში ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური თემატკის პრობლემა გამოიკვეთა. პროექტს საერთაშორისო გამჭვირვალობის ზუგდიდის ოფისი, სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი და ასოციაცია „ათინათი" ახორციელებენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში