en
ge

„სამოქალაქო მონიტორინგი თვითმმართველ ქალაქებში“

თბილისი. 30 დეკემბერს 13:00 საათზე თბილისში სასტუმრო ძველი თბილისის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქეთევან წამებულის 27), კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანია, თვითმმართველ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში -თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის შედეგების გაცნობა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისათვის. ასევე დაგეგმილია პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია - „სამოქალაქო მონიტორინგი თვითმმართველ ქალაქებში."
2013 წლის თებერვლიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს: „საზოგადოებრივი მონიტორინგი თვითმმართველობის გამჭვირვალობისთვის". პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში (ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) არსებული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისათვის მონიტორინგის გამოცდილების გაზიარებას და ამ გზით რეგიონებში თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგის ეფექტიანობის ხელშეწყობას.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)