en
ge

„პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას“

თბილისი. საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), კონსტიტუციის 42-ე მუხლი განცხადებას ავრცელებენ.
„...აღნიშნული ნორმის ამოქმედების გადავადებას უკვე პერმანენტულ ხასიათი მიეცა. მსგავსი მიდგომა კი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის ნებას დაამკვიდროს ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული სტანდარტები. ამასთან პრაქტიკა ლახავს კანონის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებაში უსამართლობის შეგრძნებას ამკვიდრებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს მთავრობის ინიციატივას და არ გადაავადოს მოწმის დაკითხვის ახალი წესის მიღება, ასევე შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული როლი და თავად განსაზღვროს სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)