en
ge

გამოფენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

იმერეთი. 25 დეკემბერს, ქუთაისის მეორე და გეგუთის მეთოთხმეტე დაწესებულებებში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
ცენტრმა „აფხაზეთმა" აღნიშნულ დაწესებულებებში უზრუნველყო 62 მსჯავრდებულის პროფესიული სწავლება სხვადასხვა სპეციალობებში: ხეზე ჭრა, ქვაზე კვეთა, აქსესი. ღონისძიებაზე პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გამოფენა მოეწყო მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებაში ახორციელებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)