en
ge

სამუშაო შეხვედრები კანონმდებლებთან

იმერეთი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" წევრებმა საქართველოს პარლამენტში კანონმდებლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. ორგანიზაციის წევრები განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ეგიდით განხორციელებულ პროექტებს და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებების, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის, სახელმწიფო სიმბოლიკის მარეგულირებელი ნორმების და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, გაიმართა მსჯელობა დღეს-დღეობით სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)