en
ge

კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ განმარტება გაავრცელა

თბილისი. კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გაავრცელა განმარტება საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებაზე. „კონვენციის რატიფიცირებასთან და ფაკულტატურ ოქმთან დაკავშირებით, მინდა მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია, რადგან გავრცელდა, რომ თითქოს მოხდა ფაკულტატი ოქმის რატიფიცირება კონცენციასთან ერთად. გაცნობებთ, რომ 91 ხმით პარლამენტმა, კენჭი უყარა გაეროს კონვენციას ფაკუტატური ოქმის გარეშე. რაც შეეხება თანდართულ დეკლარაციას, იგი ეხება კონვენციის მე-12 მუხლს, რომელშიც საუბარია „ქმედითუუნარობაზე". რაც შეეხება ფაკულტატურ ოქმს, განხილვის პროცესში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში პარლამენტში დადგება ოქმის რატიფიცირების საკითხი, ხოლო მანამდე, განხორციელდება კონვენციის იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები და სამთავრობო-სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები", ნათქვამია განმარტებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)