en
ge

გამჭვირვალობისა და საიას გამოხმაურება გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. „26 დეკემბერს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება განიხილებოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლებლობა, ბანერების დემონსტრირების გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი უხმო პროტესტი მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოფენილ ბანერებზე ეწერა: „ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის", „დაიცავით დაცვის უფლება" და „უთხარით უარი გადავადებას". ...მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციების წარმომადგენლების ქმედება პარლამენტის საქმიანობას არ აფერხებდა, მანდატურებმა თვითნებურად და უხეში ფორმებით ჩამოხსნეს პლაკატები და ჩვენი წარმომადგენლები აიძულეს დარბაზი დაეტოვებინათ", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)