აჭარა. 26 დეკემბერს, ბათუმის „პრეს კაფეში" გაიმართა დისკუსია ტოლერანტობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე შეაჯამეს 2013 წელს ტოლერანტობის კუთხით არსებული ვითარება, ისაუბრეს უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
უახლოეს ხანში მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება ზუგდიდში, თელავში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
წყარო: gdi.ge