en
ge

დისკუსია: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები

თბილისი. 27 გაიმართა საჯარო დისკუსია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატები. მასში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები, გენდერული თანასწორობის ქსელის, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატთა გამოვლენა და მოტივირება.
ღონისძიება გაიმართა პროექტის – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გენდერული თანასწორობის ქსელი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და აშშ–ის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: გენდერული თანასწორობის ქსელის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)