თბილისი.ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი’ მსურველებს სთავაზობს მორიგ საგანმანათლებლო ტურს ”ფეხით
შემოვლილი თბილისი - კალა-კლდისუბანი-აბანოთუბანი-ხარფუხი”.
„მარშრუტზე საუბარი იქნება გალავანს შიგნითა ქალაქზე:
გავივლით ზემო კალას, კლდისუბანს, ვნახავთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ საკულტო ნაგებობას
- ათეშგას, ქალაქის ზღუდის ნარჩენებს და უძველესი ბასტიონის შაჰტახტის ნანგრევს, ვნახავთ
აბანოთუბნის გათხრებს, წავკისის წყლის გაწმენდილ ხევს და ავალთ სეიდაბადში-ხარფუხში
გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში." – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ
ქსელში
ტური ჩატარდება 15 სექტემბერს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში