თბილისი. 26 დეკემბერს, ცესკოს სწავლების ცენტრმა გამართა შემაჯამებელი შეხვედრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესების მონიტორინგში და ასევე, მონაწილეობა მიიღეს ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დამკვირვებლებისათვის ორგანიზებულ ტრენინგებში.
დაგეგმილი ღონისძიება დაეთმო ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის განხორციელებული სასწავლო პროგრამების შეფასებასა და სამომავლო გეგმების დასახვას.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა სწავლების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ ცესკოს წევრები და 20 არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი