თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს პარლამენტს უზრუნველყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ცხარაკაციანი სამეურვეო საბჭოს ფორმირება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული თითქმის ათწლიანი კრიზისის გათვალისწინებით, სამწუხაროა, რომ ვერც ამჯერად მოხერხდა ბორდის ფორმირების შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა, სადაც ადგილი არ ექნებოდა პოლიტიკურ სპეკულაციებს. პოლიტიკურად მიუკერძოებელი და პროფესიულად მრავალფეროვანი საბჭოს დაკომპლექტება უპირველეს ყოვლისა პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს, განსაკუთრებით კი იმ პირობებში როდესაც ამის მისაღწევად, ამ ეტაპზე, არანაირი წინაღობა არ არსებობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ გვერდზე.
წყარო: transparency.ge