თბილისი. ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო" მოგმართავთ ინიციატივით: გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენს სათამაშოებს და გაუზიაროთ ის მათ, ვისი განვითარებაც ახლა მიმდინარეობს.
„სათამაშო, რომლითაც ვთამაშობდით ბავშვობაში, ჩვენთვის მეგობარიც იყო და თანამგზავრიც, მასთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობდით, ვუზიარებდით განცდებს და ფიქრებს. მასთან ერთად ვვითარდებოდით და ვსწავლობდით. თუმცა გავიდა დრო და გავიზარდეთ, ხოლო ჩვენი სათამაშოები მოგროვდა ერთ დიდ შეკვრად და მათი ადგილსამყოფელი კარადების ზედა თაროები, სარდაფი ან სხვენი გახდა.
ჩვენს თანამედროვეობაში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები, ვისაც არ აქვს სათამაშო. თქვენი საყვარელი სათამაშო შეიძლება გახდეს ამ ბავშვების საუკეთესო მეგობარი და განვითარების პირველი ნაბიჯი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
თუ გსურთ, რომ ჩაერთოთ „პირველი ნაბიჯის" ინიციატივაში 14 იანვრიდან 24 ინვარის ჩათვლით დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: „პირველი ნაბიჯი საქართველო": ლუბლიანას ქუჩა 21ბ; ტელ: 2 603 604; საკონტაქტო პირი: ნათია ნაკაშიძე - 568 48 00 14.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში